კასპის „გრიფინმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

კასპის საკალათბურთო კლუბმა Griffin Kaspi.კასპის გრიფინი, A ლიგის პლეი ოფისთვის თელავის საკალათბურთო კლუბს – ბურჯს უმასპინძლა.

კასპის გრიფინმა, რომელსაც A ლიგის ყველა თამაში მოგებული აქვს დღევანდელი მატჩიც წარმატებით 102 : 94 დაასრულა.

გრიფინსა და ბურჯის შეხვედრა  კასპის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია  კასპის გრიფინს ულოცავს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

Back to top button