კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ზემო ხანდაკის, ხოვლეს და თელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან ერთად სოფელ ზემო ხანდაკის, კალოუბანის, ხოვლეს, თელიანის და სასირეთის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა არსებული პრობლემებიდან ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილება მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მიიღეს.

Back to top button