ოზურგეთში 6 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სოფლების ნაღობილევის, მერიას, ხვარბეთის, მთისპირისა და შემოქმედის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი გაიწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის მარტში დაასრულებს.

Back to top button