ჩვენ პასუხისმგებლობაში ვხედავთ მთავარ ამოცანას, არ დავყოთ ექიმები ვიღაცის და ჩვენ მხარდამჭერებად, ამას არც ვიკადრებთ. მხოლოდ ოჯახში მყავს ოთხი ექიმი, არც ერთს, არც მათ მეგობარ ექიმებს და არც სხვებს არ ჩავაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ ვთხოვო აქ მოსვლა, ბრიფინგის ჩატარება და პოლიტიკურ პროცესებში შესვლა,- განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მისი ოჯახიდან გამომდინარე, ექიმების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აქვს. „რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ექიმი, ნებისმიერი ობიექტურობის ხარისხს ყოველთვის ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, როდესაც სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ერთ ადამიანს, რომელიც მისი მამიდაშვილი აღმოჩნდა და გამოხატავდა აშკარა სიმპათიებს სააკაშვილის მიმართ, მხარს უჭერდა ნაცმოძრაობას, მათ შორის facebook სტატუსებით, შემდეგ რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ ამ კონსილიუმიდან ერთი ნაცმოძრაობის ტელევიზიის თანამშრომლის მამა იყო, მეორე აქციებზე მოსიარულე ადამიანი, მესამე და მეოთხე facebook სტატუსებით აშკარად აგრესიულები იყვნენ ხელისუფლების მიმართ და ნაცმოძრაობის ნარატივს ერთი-ერთში ატარებდნენ, ეს კითხვა ხომ შეიძლება დასვათ, ეს არის დამთხვევა თუ მიზანმიმართულად ისეთი ადამიანების შეკრება, რომლებიც მხარს უჭერენ ნაცმოძრაობას და რაღაც ხარისხით მაინც შეიძლება იყვნენ სუბიექტურები? თუ ეს ზეწოლად ჩაითვლება, კი ბატონო, მაგრამ შეუძლებელია. მე მხოლოდ ფაქტებით ვლაპარაკობ, ამიტომ არანაირ ზეწოლაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, ეს არის მხოლოდ ფაქტების აღნიშვნა, შენიშვნა და ხაზის გასმა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. მეორე მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლობაში მთავარ ამოცანას ვხედავთ, არ დავყოთ ექიმები ვიღაცის მხარდამჭერებად და ჩვენ მხარდამჭერებად, ამას არც ვიკადრებთ და მოგვაფიქრდება, რომ ჩემი ძალიან ახლობელი რომელიმე ექიმი ჩავაყენო იმ მდგომარეობაში, რომელიც უამრავია, მხოლოდ ოჯახში მყავს ოთხი ექიმი, არც ერთს, არც მათ მეგობარ ექიმებს და არც სხვებს არ ჩავაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ ვთხოვო აქ მოსვლა, ბრიფინგის ჩატარება და პოლიტიკურ პროცესებში შესვლა, ეს არის განსხვავება ჩვენ შორის, ამას არც ვკადრებ ვთხოვო მათ, რომ რომ პაციენტის, თუნდაც ვიღაცამ თეორიული საუარესო ინტერპრეტაცია მისცეს, ვინც არ უნდა იყოს ეს პაციენტი, პატიმარი თუ დამნაშავე. ეს არის განსხვავება და როდესაც ამას შევნიშნავთ, დამიჯერეთ, ეს არ არის ვიღაცაზე ზეწოლა, ეს არის ფაქტები, რომლებიც იმსახურებენ შენიშვნას და აღნიშვნას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.