
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მარიამ რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე – ასობით ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა ციხიდან ე.წ. „გათავისუფლების“ შემდეგ.
„საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის დღევანდელ უმძიმეს სხდომაზე მარიკა რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე. სწორედ ამას ჰქვია მენტალობის გენოციდი, ქართველობის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, ქართული სილამაზის, ქართული ოჯახის, ქართული ნიჭის, ქართველი შვილების წინააღმდეგ გამოცხადებული დაუნდობელი და უსასტიკესი ბრძოლა. ასობით ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა ციხიდან ე.წ. „გათავისუფლების“ შემდეგ – სწორედ ეს იყო იმ საკონცენტრაციო ბანაკის ჯალათების მიზანი. და არა მარტო იყო – არის. იმ ურჩხულის წიწილების, იმ ნორჩი ფაშისტების სახით, ვისაც დღესაც სწყურია ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფსიქიკა. ვინც დღესაც მოქმედებს მარტივი პრინციპით – „ეს ქვეყანა ვერასდროს გახდება ჩემი სამშობლო და ვერც თქვენ გაგახარებთ, ვინც სამშობლოდ აღიქვამს ამ მიწა-წყალს“. დღეს ერისა და ქვეყნის გადარჩენის ფორმულა, როგორც არასდროს მარტივია – ან ესენი, ან ჩვენ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.