თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, მერაბ ალექსიძის ქუჩა №9-ში, Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 27 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.

Capital Square 22-სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც გმირთა მოედნიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები ლობითა და კონსიერჟის მომსახურებით, A კლასის ბიზნესცენტრი, კომერციული ფართები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესდარბაზი.

კომპლექსში ტერიტორიის ნახევარზე მეტი რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა, სადაც შენარჩუნდება მრავალწლოვანი ხე-მცენარეები,  მოეწყობა დაცული და ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები.

პროექტს 13-წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანია “საბურთალო ფიჭვები” განახორციელებს.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების, ენერგოეფექტური და მწვანე პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან ერთად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც ემსახურება. Capital Square სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მოხარული ვართ, რომ კომპანიასთან ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით, წლებია, პარტნიორებთან ერთად ხელს ვუწყობთ უძრავი ქონების სფეროს განვითარებას და 42%-იანი წილით სექტორის წამყვანი დამფინანსებლები ვართ”, – გიორგი კურცხალია, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი კორპორატიული ბანკირი.

„Capital Square-ის იდეა მხოლოდ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნას არ გულისხმობს. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ადამიანებს მომავლის ხარისხს  აწმყოში შესთავაზებს. კაპიტალ სქვერში საცხოვრებელი, „სამუშაო და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები მწვანე არქიტექტურასთან  ჰარმონიულად ერთიანდება.  Capital Square თბილისის გულში, გმირთა მოედანთან, აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. უნიკალური ლოკაცია შესაძლებლობას იძლევა, იცხოვროთ თბილისის ცენტრის მშვიდ და მწვანე ნაწილში და ამავდროულად, იყოთ ქალაქის დინამიური ცხოვრების ეპიცენტრში, სტრატეგიულ ლოკაციებსა და ბიზნესცენტრებთან სულ რამდენიმე წუთის სავალზე.

მოხარულები ვართ, რომ პროექტის ფინანსური პარტნიორი თიბისი ბანკია.  ჩვენთვის ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის, არამედ პროექტის ხარისხისა და განვითარების მიმართ ნდობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა’’, –  ბათია ჯანაძე, ,,კაპიტალ სქვერის’’ დამფუძნებელი.

Back to top button