
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციაში არეულობაა.
მისი თქმით, ოპოზიციონერებს საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო მიზნით მოქმედებენ.
„ოპოზიციაში არეულობაა. მათ ჰქონდათ მოლოდინი და არა მარტო მათ, სამწუხაროდ, მათ მომხრეებსაც არასწორი მოლოდინი გაუჩინეს იმ თავისი ძალით მუხტის შექმნის მოგონილი ე.წ ნარატივებით და როდესაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, დაბნეულობა გამოიწვია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისი გაყიდა, ჩამოიშალა მთლიანად და ჩვენი ერთ-ერთი დაპირებაც ეს იყო, ცდილობენ ერთმანეთს რაღაც გადააბრალო. საერთო პატრონი ჰყავთ, საერთო დავალებები მოქმედებენ, საერთო ადგილებიდან იმართებიან და საერთო მიზნით მოქმედებენ“, – აღნიშნავს მდინარაძე.