„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დაგვიანებით, მაგრამ პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი მიზანი „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის შეფასება და დამნაშავე პოლიტიკური პარტიის, ასევე მისი სატელიტების გასამართლებაა

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ დაპირება, ქართველი ხალხის მიმართ იყო – სამართლიანობის აღდგენა და რეჟიმის გასამართლება, რომელიც აწ უკვე გასაგები მიზეზების გამო ამდენი ხნის მანძილზე სრულყოფილად ვერ შედგა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის შეფასება და როგორც ამ პარტიის, ისე მისი სატელიტების გასამართლებაა.

„მართალია დაგვიანებით, მაგრამ საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის შეფასება და დამნაშავე პოლიტიკური პარტიის, ასევე მისი სატელიტების გასამართლებაა.

ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია კომისიის სხდომებზე განხილულმა უმძიმესმა თემებმა, დაზარალებულთა ჩვენებებმა, რადგან მოკლულ, ნაწამებ და უფლებაშელახულ პირთა ოჯახის წევრების მონაყოლმა კიდევ ერთხელ მთელი სიმძაფრით გაახსენა ქართულ საზოგადოებას, თუ რა სასტიკი ფორმებით ამართინებდნენ ქვეყანას ახალგაზრდა აგენტურას – სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს მათი უცხოელი პატრონები“ – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საზოგადოება ყოველ დღე არაერთ შემაძრწუნებელ ისტორიას ისმენს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებიდან მთავარი მაინც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეა, რომლის გამოც, რეჟიმი ანტიქართულ, საკუთარი ხალხის მიმართ მტრულად განწყობილ ხელისუფლებად უნდა შეფასდეს.

„საზოგადოება თითქმის ყოველ დღე თვალს ადევნებს და ისმენს კომისიის სხდომებზე არაერთ საზარელ და შემაძრწუნებელ ისტორიას. ვიკვლევთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების სისასტიკეს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის, ამ ომში კი, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე მაინც ის მთავარი საქმეა, რომლის გამოც რეჟიმი აუცილებლად შეფასდება ანტიქართულ, საკუთარი მოსახლეობის მიმართ მტრულად განწყობილ და მოქმედ კრიმინალურ ხელისუფლებად და აღარაფერი დაუდგება წინ, მაშინდელი მმართველი პარტიის და მისი სატელიტების აკრძალვას და მათ სამუდამოდ განდევნას ქართული პოლიტიკური ველიდან“ – აღნიშნავს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.

Back to top button