მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა „შეჰიდების ხეივანში”, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

Back to top button