ედიშერ გვენეტაძე: ხელისუფლებამ დაიწყო ნანულას და ნანუნალასნაირების, ანუ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელთა ოჯახების ჩხრეკა – ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ეს უწიგნური, აგენტ-ავაზაკები, საიდან ამდენი მილიონის ქონებები?

ძალიან მაგარი საქმე კეთდება. ხელისუფლებამ დაიწყო ნანულას და ნანუნალასნაირების ანუ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელთა ოჯახების ჩხრეკა. ჯერ ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ეს ნახევარუჯრედიანი, უწიგნური, აგენტ-ავაზაკები, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც ეხმიანება რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დროა, შეწყდეს ამ ადამიანების პარპაში, რომლებსაც მილიონიანი ქონებები მხოლოდ ქვეყნის ღალატის ხარჯზე აქვთ მოგროვებული.

„ძალიან მაგარი საქმე კეთდება. ხელისუფლებამ დაიწყო ნანულას და ნანუნალასნაირების ანუ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელთა ოჯახების ჩხრეკა. ჯერ ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ეს ნახევარუჯრედიანი, უწიგნური, აგენტ-ავაზაკები. საიდან ამდენი მილიონის ქონებები? მხოლოდ და მხოლოდ, ქვეყნის ღალატის ხარჯზე. რამდენს იყვნენ დაპირებულნი პატრონები, ოღონდაც ამ ბანდას სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა. შემდეგ, საქართველო ომში ჩაებათ და გაენადგურებინათ. ამიტომაც დროა, დროა, დროა შეწყდეს ამ მოღალატე-ვიგინდარათა პარპაში და მშვიდობა ნახოს საქართველომ.

სრული მხარდაჭერა ხელისუფლებას, საქართველოს სუვერენიტეტისათვის მიმდინარე სამართლიან, პრინციპულ და უთანასწორო ბრძოლაში. საქართველოს მოღალატეებისა და მტრების ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა დაიწვას.” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Back to top button