
კასპში ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ცეკვის ლეგენდების დავით ჯავრიშვილის და რევაზ ჭოხონელიძის ხსოვნის მონუმენტი (მოქანდაკე გელა ლარიაშვილი) გაიხსნა.
დავით ჯავრიშვილი, რომელიც ქართული ქორეოგრაფიის მამად იწოდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის მკვიდრი იყო.
რევაზ ჭოხონელიძე ათეული წლების განმავლობაში ანსამბლ „ერისიონი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი – ასევე წლების განმავლობაში კასპში ქორეოგრაფიულ ანსამბლ – დღეს უკვე ცეკვის აკადემია, 44 წლის „დიდგორი“-ს მთავარი ქორეოგრაფი და დამფუძნებელი. მან უდიდესი როლი შეასრულა „დიდგორი“-ს განვითარებაში.
მონუმენტი გახსნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
ღონისძიებამ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც სცენაზე მაყურებლისთვის ყველა თაობის „დიდგორელმა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთევან მონასელიძე) იცეკვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქართული ქორეოგრაფიის კორიფეები, აკადემიკოსები და პროფესორები: რეზო ჭანიშვილი, უჩა დვალიშვილი, ზაზა მჟავანაძე, კახა მარკოიშვილი, გოჩა გრძელიშვილი, პოეტი ერეკლე საღლიანი, რევაზ ჭოხონელიძის და დავით ჯავრიშვილის ოჯახის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები.