უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში. წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის”, – აღნიშნავს დენის შმიგალი.