
აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ მავნებლის გავრცელების მონიტორინგის შედეგებს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.
მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ფერმერების მუდმივი ჩართულობა, რაც, ამ ეტაპზე, თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად ჩატარებას გულისხმობს.