„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა

„სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომლებიც ციხიდან გამოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ნიკოლოზ გოგუაძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. ყინწვისის საქმეზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით 2011 წელს 23 პირთან ერთად დააკავეს.

მან გაიხსენა ერთ-ერთი დაკავებული, ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, დაკავებისას მიკროავტობუსზე ჩააბეს და გზის გარკვეული მონაკვეთი ასე წამოიყვანეს.

„ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იყო ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, რატომ მოინდომეს მასთან ასეთი ანგარიშსწორება გაუგებარი იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს – ვუყურებდით ამას, მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდი. ყველას გვეუბნებოდნენ, თავები დაბლა გქონდეთ დაწეულიო და სჯობდა ალბათ, თავები არ აგვეწია, მაგრამ, მე დავინახე“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

Back to top button