„დღეებია უკანონო მიგრანტების დეპორტაციაზე ექსტრემისტული პროტესტები მძვინვარებს კალიფორნიის შტატში, ხოლო ნაცაქტივისტების ფასიანი ქომაგი, კონგრესმენი ჯო უილსონი დუმს აშშ-ში მიმდინარე დაძაბულობაზე. ცხადია, სხვა ქვეყანაზე, მაგალითად საქართველოზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობს ზნედაცემული უილსონი, უფრო ადვილი და სარფიანია ტოქსიკური გზავნილების ტირაჟირება“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჯო უილსონის მსგავსი პოლიტიკოსებად წოდებული კლოუნები ჰყავთ ნაცრადიკალებს მხარდამჭერებად. ამიტომაც არიან და იქნებიან ფსკერზე, რადგან როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ უსამშობლოებს ვერასდროს ექნებათ გასაქანი ჩვენს საზოგადოებაში. „დღეებია უკანონო მიგრანტების დეპორტაციაზე ექსტრემისტული პროტესტები მძვინვარებს კალიფორნიის შტატში, ხოლო ნაცაქტივისტების ფასიანი ქომაგი, კონგრესმენი ჯო უილსონი დუმს აშშ-ში მიმდინარე დაძაბულობაზე. ცხადია, სხვა ქვეყანაზე, მაგალითად საქართველოზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობს ზნედაცემული უილსონი, უფრო ადვილი და სარფიანია ტოქსიკური გზავნილების ტირაჟირება. აი, ასეთი პოლიტიკოსებად წოდებული კლოუნები ჰყავთ ნაცრადიკალებს მხარდამჭერებად. ამიტომაც არიან და იქნებიან ფსკერზე, რადგან როგორც ქართველ, ასევე უცხოელ უსამშობლოებს ვერასდროს ექნებათ გასაქანი ჩვენს საზოგადოებაში“, – წერს აბაშიძე.

საინტერესო ფაქტს შევესწარით, ჩვენ რომ მივედით, თვითონ პოლიციის შენობა პოლიციისგან დაცლილი არ იყო და სპეცრაზმმა საკმაოდ უხეში მეთოდებით თვითონ პოლიციელები გამოყარა შენობიდან და ყველას უბრძანეს, რომ პოლიციის შენობის ეზოს გარეთ დამდგარიყვნენ, ანუ, საკმაოდ მოცილებით ჰყავდათ ეს პოლიციელები, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, ქარელის პოლიციის შენობაში დაკავებულებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო. ერთ-ერთმა დაკავებულმა ცემის შედეგად ინფარქტი მიიღო, თუმცა გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას მისი საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცეს და მოითხოვდნენ, რომ ექიმს არც სასწრაფოს გამოძახება გაეფორმებინა.

„ჩვენ გადაგვანაწილეს და დაიწყო საშინელი ანგარიშსწორება. ჩემთან ერთად დაკავებულმა ჯემალ გუნდიშვილმა, მაგალითად, ინფარქტი მიიღო ცემის შედეგად ქარელის პოლიციის შენობაში. სხვადასხვა ოთახში ვიყავით გადანაწილებული სათითაოდ და იმდენი სპეცრაზმელი იყო, ყველას „გვეყვნენ“. გარდაცვლილი ეგონათ [ჯემალ გუნდიშვილი], მოუწიათ სასწრაფოს გამოძახება, მგონი, გორის სასწრაფო დახმარებიდან მოვიდნენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენი გამართლების საკითხი დგებოდა, მათაც ჩვენება მისცეს. ექიმებმა სპეცრაზმს მიმართეს, რომ ასე დატოვება არ შეიძლება, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში, ინფარქტი აქვს მიღებულიო – ეს ჩემთვის უშუალოდ სასწრაფო დახმარების ექიმს აქვს მოყოლილი, საქმის მასალებში არის მისი სახელი და გვარი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ისიც იყო დაკითხული. [საავადმყოფოში გადაყვანის] უფლება არ მისცეს, არ გაატანეს სასწრაფო დახმარებას და სთხოვეს, რომ არანაირი საბუთი არ გაფორმებულიყო, რომ იქ ადგილზე სასწრაფო იყო მოსული. ძალიან ვაჟკაცი გოგო იყო, ერთ-ერთი სასწრაფოს ექიმი და ამ მუქარის მიუხედავად, როგორც მერე თვითონ მითხრა, პრაქტიკულად, მუქარა იყო ჩემზე, რომ ეს გამოძახება საერთოდ არ გაფორმებულიყოო, გააფორმა მაინც ეს გამოძახება, რაც მომავალში ჩვენ გამოგვადგა სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

Back to top button