მაშველებმა დაკარგული ბავშვი უვნებელი იპოვეს

მაშველებმა მარტვილოს სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ ბავშვის გაუჩინარების შესახებ.

„ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი. რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნაპოვნია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Back to top button