13,14 და 15 ივნისს ქუთაისი გემო ფესტს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტრონომიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება.  ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ სამი დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი იმეღებს მონაწილეობას.

მოეწყო კ ვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები. გემო ფესტის ფარგლებში გაიმართა კონცერტი.

ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

გემო ფესტი იმერეთის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია ბორჯომი.

Back to top button