
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში შიდა საუბნო მე -18 ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დასრულდა.
ქუჩის ასფალტირების სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
789 გრძივი მეტრი გზის სამუშაოს, სადაც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა შპს „იბოლია“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 635 000 ლარია.
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვაგრძელებთ. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, პროექტის დასრულება კი უზრუნველყოფს ადგილობრივების მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით გადაადგილებას – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
#საგზაოინფრასტრუქტურა
#კასპი2025