სუხიშვილები თაკარას სცენაზე ბრუნდება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

სუხიშვილების ანსამბლი თაკარას სცენაზე ბრუნდება. საქართველოს ბანკი – ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების” მთავარი სპონსორია.

წელს სუხიშვილების ანსამბლი 80 წლის იუბილეს ზეიმობს – კარგად ნაცნობი ტრადიციული რეპერტუარით, თუმცა, განახლებული ქორეოგრაფიული დადგმებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ექსპერიმენტული სივრცე მაყურებელს გამორჩეულ გამოცდილებას ჰპირდება.

თაკარას კონცერტები 1 ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ვებგვერდებზე: https://biletebi.ge/takara/sukhishvili

20-22 ივნისს მხოლოდ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ამოქმედდება  ბილეთების წინასწარი გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე იმოქმედებს მუდმივი 10%-იანი ფასდაკლება.

Back to top button