კასპის სოფელ ქვემო გომის კასპთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილობრივი შეკეთების სამუშაოები დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის კასპთან დამაკავშირებელი, მდინარე მტკვარზე მდებარე ხიდის ნაწილობრივი შეკეთების სამუშაოები დასრულდა.

შეკეთდა მეტალის სავალი ნაწილი და ბაგირზე დაკიდებული სამაგრები.

ასევე შეკეთდა და ნაწილობრივ ამოიცვალა ხიდის გვერდების დაზიანებული მავთულბადე.  აღნიშნული სამუშაო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ი/მეწარმე „ნინო ჯუხარიძემ“ განახორციელა.

Back to top button