
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია. სამძიმარს ვუცხადებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, ამ დიდი დანაკარგის გამო“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.