Buena Vista All Stars – კუბური მუსიკის ლეგენდები თბილისში – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი

28 სექტემბერს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თბილისი კუბური მუსიკის ლეგენდებს  – Buena Vista All Stars Factory Tbilisi-ში  მასპინძლობს. თუ გსურთ,  იმოგზაუროთ კუბის მცხუნვარე რითმებში და დაესწროთ ღონისძიებას, ბილეთები  TKT.ge-ზე უნდა შეიძინოთ. SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ღონისძებიების ბილეთის შეძენას ექსკლუზიური, 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

ღონისძიების ფარგლებში, ლეგენდარული Buena Vista Social Club-ის წევრები – ბარბარიტო ტორესი, დემეტრიო მუნიზი და მანუელ მაჩადო – 11-წევრიან კუბურ ორკესტრთან ერთად წარსდგებიან მსმენელის წინაშე. სტუმრები მოისმენენ საყვარელ ჰიტებს: “Chan Chan”, “Dos Gardenias”, “El Cuarto De Tula” და მრავალ სხვას. „ეს იქნება ნამდვილი კუბური კლასიკის საღამო, განსაკუთრებული მუსიკალური და ვიზუალური გაფორმებით“, – გვპირდებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

რაც შეეხება ღონისძების დღის წესრიგს, ის ასეთი გახლავთ:

20:00 – The Doors Open

21:00 Dini Virsaladze Quartet

22:00 Buena Vista All Stars

23:30 closing act

Back to top button