
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.დ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დ.დ. ცხელ კვალზე დააკავეს ხოლო, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.