ტელე-რადიო წამყვანი ტრიშ ლინჩი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” პანელურ დისკუსიას გაუძღვება

IOHR TV-ის სახე და ყოფილი Sky News-ის წამყვანი ტრიშ ლინჩი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” პანელური დისკუსიის – „გლობალური ვაჭრობის ქსელის განახლება” მოდერატორი იქნება.

ტრიშ ლინჩს ტელეეკრანზე მუშაობის თითქმის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში Sky News-ის წამყვანი, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში IOHR TV-ის საერთაშორისო კორესპონდენტი იყო. ლინჩი მუშაობდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ფინანსები, ჯანდაცვა, პოლიტიკა, საავტომობილო ინდუსტრია, ტურიზმი და სხვ. რეპორტიორობასთან ერთად, ტრიშ ლინჩი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო მოდერატორია.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის მაღალი დონის დიალოგი, ყველა სექტორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების გაერთიანება, შუა დერეფნის ეფექტურობის გაძლიერება, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ინვესტიციების ხელშეწყობა, სტრატეგიული რეგიონული ინიციატივების საერთო ხედვის შემუშავება და რაც ხაზგასასმელია, დაკავშირებადობის გაძლიერება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, 2025 წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება და 2000-მდე დელეგატს უმასპინძლებს.

2015 წლიდან მოყოლებული ფორუმი თბილისში მეხუთედ ტარდება.

Back to top button