გიორგი გამსახურდია: სპეციალურად აბულინგებენ იმ ხალხს, ვინც საპატიმროებს ტოვებენ და აღიარებენ ბრალს, ჯერ ხომ ტყუილებში აცხოვრეთ, ცხოვრება დაუნგრიეთ ამ ხალხს, ახლა კიდევ თავისუფლებაზე ყოფნის შანსსაც უკლავთ?

„სპეციალურად აბულინგებენ იმ ხალხს, ვინც საპატიმროებს ტოვებენ და აღიარებენ ბრალს, ერთი მიზეზის გამო, რომ თავიანთი აგენტურული, სამშობლოს გაყიდვაზე მიმართული პოლიტიკური არსებობა შეინარჩუნონ“, – წერს გიორგი გამსახურდია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ბულინგზე, რომლებმაც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

„მსგავსი მავნებელი ხალხის მნახველი მართლა არ ვარ, მართლა რასაც ჰქვია, მსოფლიო მაქვს მოვლილი და ასეთი ნამუსგარეცხილი, გარეწარი და უსამშობლო მართლა სექტის მნახველი არ ვარ.

სპეციალურად აბულინგებენ იმ ხალხს, ვინც საპატიმროებს ტოვებენ და აღიარებენ ბრალს, ერთი მიზეზის გამო, რომ თავიანთი აგენტურული, სამშობლოს გაყიდვაზე მიმართული პოლიტიკური არსებობა შეინარჩუნონ.

მართლა რას გიხდიდნენ ასეთს, მართლა რა კომპრომატებია ასეთი თქვენზე, ქვეყანას ასე რომ ყიდით და თქვენ მიერ დაზიანებულ და დაღუპულ მომხრეებს, ასე რომ წირავთ?

ჯერ ხომ ტყუილებში აცხოვრეთ, ხომ ცხოვრება დაუნგრიეთ ამ ხალხს, ახლა კიდევ თავისუფლებაზე ყოფნის შანსსაც უკლავთ? გარეწრებო თქვენ!“, – წერს გამსახურდია.

Back to top button