
23 ოქტომბერს, ქუთაისში, „რეფლექტორმა“ პროექტის – „ალტერნატიული ქუთაისი“ – კატალოგის პრეზენტაციას უმასპინძლა. კატალოგის გამოცემა და მისი წარდგენა თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი “ალტერნატიული ქუთაისი” იკვლევს პოსტსაბჭოთა პერიოდის ქუთაისში აღმოცენებული ან დერგრაუნდული ხელოვნების სცენის ისტორიის, როგორც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციასა და პოსტ-ინდუსტრიული ხელოვნების კულტურული მარშრუტის წარდგენას.
პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, ქუთაისში გაიმართა გამოფენა იგივე სახელწოდებით, სადაც წარმოდგენილი იყო 90-იანი წლების ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტები, ფოტო/აუდიო/ვიდეომასალები.
ეს მასალები პროექტის არსებობამდე გაფანტული იყო არტისტებსა და ანდერგრაუნდ სცენის მაშინდელ თაყვანისმცემლებთან (აფიშები, აუდიოკასეტები, მაისურები და ა.შ.).
ახლა კი, ამ პროექტის ფარგლებში, დაიბეჭდა კატალოგი, რომელშიც გაერთიანებულია სწორედ ის მასალები, რაც 2024 წელს, გამოფენაზე იყო გამოტანილი. წიგნში, მასალებთან ერთად, თავმოყრილია კვლევის შედეგებიც.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია “ალტერნატიული ქუთაისის” მხარდაჭერა, რადგან ეს პროექტი შესანიშნავად გამოხატავს ქალაქის კულტურის მდიდარ ისტორიას, მის იდენტობას; იმ კულტურულ მოუსვენრობას, რაც ამ არაჩვეულებრივი ქალაქისთვისაა დამახასიათებელი.
ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტებისა და კვლევის შედეგების თავმოყრა და გამოცემა კი, ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი თაობა გაეცნოს და აღმოაჩინოს აქამდე უცნობი ამბები და ისტორიები, რაც მათთვის ინსპირაციადაც შეიძლება იქცეს.