
კაცმა თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 151-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და მუქარას გულისხმობს.