19 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 3 712 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან განხორციელდა 3 712 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,707), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

Back to top button