კასპში, მხატვარ ეკა მუხაძის პროექტის „ხელის გული“ და რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმის „არა ომს“ პრეზენტაცია გაიმართა

კასპში კულტურის კვირეულის ფარგლებში მხატვარ ეკა მუხაძის პროექტის „ხელის გული“ და რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „არა ომს“ პრეზენტაცია გაიმართა.

ეკა მუხაძის ნამუშევრების გამოფენას კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც მხატვრის ოცამდე ტილო გამოიფნა. სტუმრებს გამოფენის დათვალიერება მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

კულტურის კვირეულის ფარგლებში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში კი კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „არა ომს“ ჩვენება და განხილვა მოეწყო.

ღონისძიებებს პარლამენტარები — გიორგი ვოლსკი, გიორგი გაბუნია, ირაკლი მეზურნიშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი კულტურის სამინისტროსა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ადგილობრივი კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს.

Back to top button