შიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქალაქ ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ მიკროავტობუსს და ადგილიდან მიიმალა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

Back to top button