გიორგი გახარიას პარტიაში კოორდინატორებს ხელფასებს არ უხდიან. როგორც პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა კოორდინატორმა გია ბერძენიშვილმა განაცხადა, მას, საარჩევნო პერიოდში გაწეული შრომისთვის, კუთვნილი ანაზღაურება ჯერ არ აუღია.
“უცხო ნომერი რომ დაეწერა, მეგონა ხელფასი ჩაირიცხა და მაგიტომ მირეკავდნენ. არ ამიღია ხელფასი ამ დრომდე, შეიძლება ჩარიცხონ კიდეც, არ ვიცი. არც ის ვიცი სხვებს თუ ჩაერიცხათ, მე ნამდვილად არ ამიღია ანაზღაურება იმ პერიოდის განმავლობაში რაც პარტიას საარჩევნოდ ვეხმარებოდი”, – ამბობს ბერძენიშვილი.