საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე მიაწოდეს ინფორმაცია და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას. მოსწავლეებს პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

Back to top button