როგორ შევინარჩუნოთ შემოსავალი თბილისში გასაქირავებელი ბინის მოვლით

გასაქირავებელი ბინის ხარჯები: სად იკარგება ფული

გასაქირავებელი ბინა ბევრად უფრო სწრაფად ფუჭდება, ვიდრე საკუთარი — ეს ნებისმიერი ტურისტული ქალაქისთვის ფაქტია და გამონაკლისი არც თბილისია. სხვადასხვა მდგმური ტექნიკას, კარებსა და სანტექნიკას სხვანაირად უფრთხილდება; ავეჯი ხშირად დაათრევთ, კედლებზე ნაკაწრები ჩნდება, ხოლო თუ სტუმრები ბავშვებთან ერთად არიან — დაზიანებები ორმაგდება. თბილისში ჩვეულებრივ ცვეთას ადგილობრივი პრობლემებიც ემატება: კირიანი წყალი სანტექნიკას მალე ჭამს, ძველ უბნებში დენი თამაშობს, ახალაშენებულებში კი ვენტილაციაზე ზოგავენ. კარადის მოშვებული ანჯამა, მოწვეთავე ონკანი, გაბზარული ფილა თუ აძრობილი პლინტუსი წვრილმანი გგონიათ, მაგრამ თუ დროზე არ მიხედავთ, რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი დიდ ხარჯებად იქცევა. Handyman-სერვისი სწორედ იმაში გეხმარებათ, რომ ობიექტს თვალი ეჭიროს და უცაბედი დიდი ხარჯები აგარიდოთ.

რატომ არის ერთი ხელოსანი სამზე ეფექტური?

ცალ-ცალკე სანტექნიკის გამოძახება გამომშრალი რეზინის შესაცვლელად, ელექტრიკოსის — ალმებული როზეტის სანახავად და ავეჯის ხელოსნის — კარადის კარების გასასწორებლად, დროისა და ფულის უაზრო ხარჯვაა. თბილისში ხელოსნის გამოძახება ძვირი ღირს, ლოდინით კი შეიძლება თავი მოგაბეზრონ.

უნივერსალური ხელოსანი ყველაფერს ერთ მოსვლაზე აგვარებს. სანამ ონკანის კარტრიჯს ცვლის, ის ასწრებს სამზარეულოს კარადების ანჯამების დაჭერას, ყველა როზეტის შემოწმებას, შემოსასვლელი კარის გასწორებას, აბაზანაში სილიკონის გადასმას და აძრობილი პლინტუსის დამაგრებას. ერთი ზარი, ერთი ანგარიში და ყველა პრობლემა ერთ დღეში მოგვარებულია.

რატომ ფუჭდება გასაქირავებელი ბინა უფრო სწრაფად?

გასაქირავებელი ბინები ბევრად უფრო ინტენსიურად გამოიყენება. ყოველი ახალი მდგმური თავის ავეჯს ეზიდება, თავისებურად ხმარობს სანტექნიკას და კედლებზე კვალს ტოვებს. კარები უფრო ხშირად იღება-იკეტება, ფურნიტურა მალე დუნდება, კედლები კი იქ იცრიცება, სადაც ხშირად ეხებიან.

თბილისში ამას ინფრასტრუქტურაც ემატება. კირიანი წყალი საბურთალოსა და ვაკეში ონკანის კარტრიჯებს ერთ წელიწადში აფუჭებს, ტოვებს ნადებს და წყლის გაჟონვისას სტოლეშნიცას გიფუჭებთ. ძველ უბნებში (სოლოლაკი, მთაწმინდა, ჩუღურეთი) ძველი გაყვანილობა ვერ უძლებს, როცა კონდიციონერი, სარეცხი მანქანა და ბოილერი ერთდროულად მუშაობს. ძაბვის რყევები კი მდგმურის ტექნიკას წვავს, რაც თქვენს რეპუტაციასა და ჯიბეს ურტყამს.

ახალაშენებულებში მშენებლები ვენტილაციაზე ზოგავენ და ჰერმეტულ ფანჯრებს აყენებენ. შედეგად, ზამთარში ფანჯრები ორთქლდება, კუთხეებში ობი ჩნდება და ნესტის სუნი დგება. ობის გადაღებვა საქმეს არ შველის, ორ თვეში ისევ ამოვა.

მომსახურების ეკონომია

სამი სხვადასხვა ხელოსანი სამი სხვადასხვა ანგარიშია და მინიმუმ სამი დღე ლოდინი. უნივერსალური ხელოსანი კი ყველაფერს ერთ მოსვლაზე აკეთებს. ერთი ბინის შემთხვევაში, წელიწადში მინიმუმ 500 ლარს ზოგავთ. რამდენიმე ბინის პატრონებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ ხვრელების ამოვსების ნაცვლად, სისტემურად უვლით ქონებას. ერთი ვიზიტი ექვს თვეში ერთხელ ბევრად იაფია, ვიდრე საგანგებო გამოძახება, როცა მილმა დაასხა და მეზობლებთან ჩავიდა წყალი.

პატარა პრობლემა დიდ ხარჯამდე

დღევანდელი პატარა გაჟონვა ერთ თვეში სტოლეშნიცას ან პარკეტს დაგიფუჭებთ. მოშვებული ანჯამა ცოტა ხანში მთლიანი კარის შეცვლას მოგთხოვთ. გაბზარული ფილა აბაზანაში ნესტს ატარებს, აძრობილი პლინტუსის ქვეშ კი ნაგავი გროვდება. რეგულარული შემოწმება ამას თავიდან აგაცილებთ. პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე შედეგებთან ბრძოლა.

მდგმურების ცვლა: სად იკარგება ფული?

ბინის ყოველი გაცდენილი დღე დაკარგული ფულია. ახალი მდგმურისთვის ბინის მომზადება თბილისში ხშირად „წვალებად” იქცევა: გჭირდებათ მღებავი ნაკაწრებისთვის, ხელოსანი სახელურისთვის, სანტექნიკოსი ონკანებისთვის. ძებნა, შეთანხმება, ლოდინი — კვირაზე მეტი გადის.

უნივერსალური ხელოსანი ამ დროს 1-2 დღემდე ამცირებს: კედლებსაც ასწორებს, სანტექნიკასაც და ფურნიტურასაც. ბინა მზად არის საჩვენებლად და შემოსავალიც არ იკარგება. სუფთა ონკანები, მოწესრიგებული კედლები და გამართული კარები მდგმურს აჩვენებს, რომ ბინა მოვლილია. ეს საშუალებას გაძლევთ ფასი არ დააგდოთ და თითოეულ თეთრზე არ გევაჭრონ.

კმაყოფილი მდგმური — თქვენი მოგებაა

კმაყოფილი მდგმური ბინაში დიდხანს რჩება. ეს პირდაპირი ეკონომიაა — არ გჭირდებათ ახლის ძებნა და ბინის გაცდენა. როცა პრობლემა სწრაფად გვარდება, მდგმური არ იწყებს Myhome-ზე სხვა განცხადებების თვალიერებას. ისინი ხედავენ, რომ პატრონი ყურადღებიანია და თავადაც უფრო უფრთხილდებიან ბინას. საბურთალოზე თუ ვაკეში, სადაც ბევრი ბინა ქირავდება, სწრაფი სერვისი გეხმარებათ ფასი შეინარჩუნოთ და ხალხი არ გექცეოდეთ.

ერთი გამოსავალი ყველაფრისთვის

რამდენიმე ხელოსნის კოორდინაციას ერთი კაცი გირჩევნიათ. გასაგებია, რომ დიდ რემონტს მას ვერ დაავალებთ, მაგრამ ელექტროობის შეკეთება, ონკანების შეცვლა, საკეტების რეგულირება, ნაკაწრების გასწორება და დაზიანებული ფილის გამოცვლა — უნივერსალური ხელოსნის საქმეა.

საავარიო სიტუაციები

ავარია განრიგით არ ხდება. გაფუჭებული საკეტი ღამის ორ საათზე, გაჟონილი მილი კვირა დღეს ან გათიშული დენი. სწრაფი რეაგირება ფულს ზოგავს. ღამე დატოვებული წყალი მეზობლებს დატბორავს — მერე კი რემონტს კომპენსაციები და ნერვების ფლანგვაც ემატება. თბილისის ძველ უბნებში, სადაც დენი და წყალი ხშირად პრობლემაა, ხელოსანთან კავშირი კრიტიკულია.

უსაფრთხოება: გაზი და ელექტროობა

თბილისში ბევრ ბინაში „კალონკაა” და ეს ცალკე თემაა. „ტიაგის” შემოწმება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. CO-ს დეტექტორი სულ რაღაც 60-80₾ ღირს, ინციდენტის შედეგები კი ამ თანხასთან შედარებით წარმოუდგენლად დიდია.

ძველ უბნებში ძაბვის რელეს დაყენება აუცილებელია — ის მდგმურის ტექნიკას იცავს და თქვენც პრეტენზიებისგან გაზღვევთ. ერთი გადამწვარი მაცივარი უფრო ძვირია, ვიდრე მთელ ბინაზე რელეს დაყენება.

სეზონური მომსახურება

ზაფხულში თბილისში ჯოჯოხეთი დგება, კონდიციონერები კი შეუჩერებლად მუშაობენ. თუ ფილტრები გაჭედილია, ტექნიკა სწორედ მაშინ დაიწვება, როცა გარეთ +38 გრადუსია. ფილტრების გაზაფხულზე გაწმენდა აპარატს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

ზამთარში კი ფანჯრებია პრობლემა. თებერვლის ქარებისას ქარი ღრიალებს ნაპრალებში, ცუდად მორგებული ფანჯრებიდან სიცივე შემოდის და ორთქლი რაფებს აფუჭებს. შემოდგომაზე რეზინების შემოწმება ამას თავიდან აგაცილებთ.

ბინის ღირებულება

მოვლილი ბინა ფასს ინარჩუნებს. ხუთი წლის შემდეგაც ბინა, რომელიც ახალივით გამოიყურება, უფრო სწრაფად და ძვირად იყიდება. გამართული სანტექნიკა, კედლები ნაკაწრების გარეშე და მუშა ელექტროობა — ეს ყველაფერი პოტენციურ მყიდველზე თუ მდგმურზე მოქმედებს. პროფილაქტიკა ბინას წლობით უნარჩუნებს „სასაქონლო” სახეს.

დასკვნა

თბილისში გასაქირავებელი ბინის მოვლა სისტემაა და არა ქაოსი. უნივერსალური ხელოსანი საქმეს გიმარტივებთ, ხარჯებს პროგნოზირებადს ხდის და დიდ თავის ტკივილს გაცილებთ. მოწესრიგებული სანტექნიკა, როზეტები, რომლებიც არ ალმობენ, ობის გარეშე კედლები და გამართული ავეჯი — ეს არის მინიმალური სტანდარტი, რომ ფასი შეინარჩუნოთ. პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე რემონტი.

Back to top button