პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 9 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“. ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე ამოღებულია 30 ადგილიდან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button