დავით ქართველიშვილი მშვენიერაძეზე: ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მკვლელობის დამკვეთ სააკაშვილთან რაიმე პარალელების გავლებას უკიდურეს მკრეხელობად ჩათვლიდა

ახალგაზრდა “ენ-ჯე-ო-შნიკმა” გიორგი მშვენიერაძემ თეორიულადაც არ იცის, რას ნიშნავს პენიტენციურ სისტემაში “არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა”, რაც ქვეყნის უახლოეს სამარცხვინო წარსულს უკავშირდება – ასე ეხმიანება ქესპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძეს, რომლის თქმით, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მკვლელობის დამკვეთ სააკაშვილთან რაიმე პარალელების გავლებას უკიდურეს მკრეხელობად ჩათვლიდა.

„კი ბატონო, სამად სამი რამ წარმოვიდგინოთ: 1) საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი არ არის მოსყიდული, მიკერძოებული და ჭეშმარიტების ქადაგებაზე “აცრილი”, 2) ახალგაზრდა “ენ-ჯე-ო-შნიკმა” გიორგი მშვენიერაძემ თეორიულადაც არ იცის, რას ნიშნავს პენიტენციურ სისტემაში “არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა”, რაც ქვეყნის უახლოეს სამარცხვინო წარსულს უკავშირდება და 3) ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მკვლელობის დამკვეთ სააკაშვილთან რაიმე პარალელების გავლებას – უკიდურეს მკრეხელობად ჩათვლიდა.

„ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია, გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსებაშემლახავ მოპყრობას და ეს მოპყრობა არის განგრძობადი ხასიათის, რადგან მას დღესაც არ ეძლევა სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის საშუალება” – აცხადებს ეს სავარაუდოდ უნამუსო ადამიანი.

“კარგად უნდა გვახსოვდეს, თუნდაც ისეთი საქმეები, როგორიცაა „მოლაშვილის საქმე საქართველოს წინააღმდეგ“, ევროსასამართლომ სტანდარტად სწორედ ეს დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც მიხეილ სააკაშვილს დღესაც შეზღუდული აქვს” – გვახსენებს ეს, შესაძლოა ნამუსდაკარგული “უფლებადამცველი”, სააკაშვილის ბრძანებით ციხეში სასტიკად ნაწამები და “განგრძობადი” ხასიათის რეჟიმში სიცოცხლეს გამოსალმებულ ადამიანზე.

დღეს სააკაშვილი თურმე უკვე დაზარელებულად და მსხვერპლად უნდა მოგვივლინონ, ჩვენ კი ეს მორიგი გამრუდებული რეალობა უნდა მივიღოთ და ვყლაპოთ. ნეტავ რას და რამდენს იხდიან იმაში, რომ ადამიანებმა უკვე “უჯრედოვან” დონეზე დაახარვეზონ საკუთარ თავში დარჩენილი ზნეობის “გენეტიკური კოდი”… „ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Back to top button