ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 2026 საქართველოდან 31-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი პარიზში, საკვებისადა სასმელების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე – SIAL Paris 2026.

გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა  მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიიღეს.

ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაზე საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტიწარადგინეს, მათ შორის – თხილი, კაკალი, ნუში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ლიმონათი, ალკოჰოლურისასმელები, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.

სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველ მწარმოებლებს გამოფენის ფარგლებში, ახალი ბიზნესკავშირებისდამყარების და საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო მყიდველებისთვის წარდგენის შესაძლებლობაჰქონდათ. შეხვედრები შედგა იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან, სადაც ახალ საექსპორტო ბაზრებზეგასვლისა და არსებული ბაზრების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ინვესტიციების სააგენტო ხელს უწყობსქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ბაზრებზე მეტ წვდომას და ქვეყნისსაექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.

SIAL Paris 2026  საქართველოს პავილიონში  საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილიიმყოფებოდა.

SIAL Paris საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიცმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მწარმოებლებს, სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსადა სასტუმროებისა და სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

Back to top button