Toyota-მ რუსეთში ახალი სავაჭრო ნიშანი, “Lexus LBX” დაარეგისტრირა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ, რომელმაც 2022 წელს რუსეთში წარმოება შეწყვიტა, სავაჭრო ნიშანი Lexus LBX დაარეგისტრირა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე „როსპატენტის“ ბაზაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტების თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი უწყებაში 2025 წლის თებერვალში შევიდა. მიმდინარე წლის აპრილში კი, სააგენტომ რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

Lexus LBX ბრენდის ქვეშ კომპანიას შესაძლებლობა ექნება რუსეთში გაყიდოს ქროსოვერ-ჯიპები, ასევე მათი ნაწილები.

Back to top button