“ლელოს” წევრი დათუნაშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი

“ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი, ფონიჭალაში მომხდარ შემთხვევას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და აცხადებს, რომ ამ ტრაგედიის ნაწილია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელის მიზანია ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.

“ეს შემთხვევა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი ტრაგედიისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად ცხოვრობს. ამ ტრაგედიის ნაწილია აგრეთვე ის უბედურება, რომელიც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და პარტიების აკრძალვა არის ამ პროცესის მიზანი,” – განაცხადა დათუნაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

Back to top button