გია აბაშიძე: აშკარად დაგვიანებული პასუხია, სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა

აშკარად დაგვიანებული პასუხია. სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე პატიმარ სააკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილზე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, წერილს ხელს აწერენ არა შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, არამედ მათი კაბინეტების/აპარატების ხელმძღვანელები.

„ევროპიდან პატიმარ სააკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილზე:

აშკარად დაგვიანებული პასუხია. სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა.

წერილს ხელს აწერენ არა შარლ მიშელი (ევროპული საბჭო) და ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისია), არამედ მათი კაბინეტების/აპარატების ხელმძღვანელები.

არსადაა ნახსენები სააკაშვილის “პოლიტიკურ პატიმრობაზე/დევნაზე”. მხოლოდ დაკვირვება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამართლიან, გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე. სტანდარტული პასუხია შემოსულ წერილზე. That’s it.“ – წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

Back to top button