შე ლაჩარო, პოროშენკოს რომ ედრები, ეგ კაცი ღირსეულად ადგა, ბილეთი აიღო, წინასწარ დააანონსა, უკრაინის საზღვარს მიადგა და სასამართლოში გამოცხადდა. განსხვავებას ხედავ? ვერა? – საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პატიმარ სააკაშვილს ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინა ცივილიზებულ წესებს იცავს, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა მაღალ სტანდარტს მოითხოვს, რაც მის შემთხვევაში დაცული არ არის.
„მიშა, ვიცი რომ ბევრი დრო გაქვს და ჩემ შენდამი მიმართვასაც აუცილებლად ყურადღებით გაეცნობი, ამიტომ ყურადღებით წაიკითხე, რასაც ახლა დავწერ.
შე ლაჩარო, პოროშენკოს რომ ედრები, ეგ კაცი ღირსეულად ადგა, ბილეთი აიღო, წინასწარ დააანონსა, უკრაინის საზღვარს მიადგა და სასამართლოში გამოცხადდა. განსხვავებას ხედავ? ვერა?
კარგი მაშინ გავაგრძელოთ.
აი შენ, უღირსად და როგორც კურდღელმა, ტრაილერში დაიმალე, არაჟნებთან ერთად იმგზავრე, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდე, ვითომ და გატაცების სცენები დადგი და ბოლოს იქ აღმოჩნდი, სადაც შენი ადგილია.
ამიტომ, სანამ ვინმეს შეედრები, უბრალოდ დაფიქრდი შენ სილაჩრეზე!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.