ედიშერ გვენეტაძე: ისე მიდის პარტიების “საქართველოსთვის” და ნაცმოძის დაძმობილება, რომ ასე თუ გააგრძელეს არ გაგიკვირდეთ ერთობლივი შტაბიც კი შექმნან ბელადის ციხიდან გამოსახსნელად!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია აირჩიეს.

როგორც ექსპერტი წერს, გიორგი გახარია, რომელსაც ერთი წლის წინ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა ეკავა, როგორ ემუქრებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ დასრულებით, ხოლო დღეს ვხედავთ მათ კოალიციას.

„ნათქვამია ადამიანის ყურები იმიტომ არ იზრდება ათასგვარ საოცრებებს, რომ ისმენსო! უკვე მერამდენედ ვისმენთ და ვხედავთ იმას, რასაც შარშან ამ დროს, ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით! სახელდობრ, ის კაცი , რომელსაც საქართველოში უმაღლესი პოსტი ეჭირა და ქართველი ხალხის მიერ სამშობლო ჰქონდა სამართავად ჩაბარებული, ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი დუნიის თვალწინ ამ ქვეყნის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ემუქრებოდა, აშკარა დესტრუქციულ , მავნებლურ და ქვეყნის დამანგრეველ ძალას – “ნაცმოძრაობას” ცოტაც და მე თქვენ დაგასრულებთო! და ამის მოლოდინში იყო ელექტორატი….რომ გუშინდელმა პრემიერმა უცბად იცვალა ფერი და…დღეს საკუთარ პარტია “საქართველოსთან” ერთად , როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის იმერეთის წარმომადგენლები ზესტაფონელები იტყვიან: ჩავგირისტებულ -ჩამარყუჟებულნი გახდა ნაცებთან და უკვე დღისით, მზისით ყველას თვალწინ ერთად უნისონში იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს! ამის დასტურია სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში მათი ერთობლივი ქმედებები! ისე მიდის პარტიების “საქართველოსთვის” და “ნაცმოძის” დაძმობილება, რომ ასე თუ გააგრძელეს არ გაგიკვირდეთ და სულ ახლო მომავალში ადვილი შესაძლებელია, ერთობლივი შტაბიც კი შექმნან ამ პოლიტსუბიექტებმა ბელადის ციხიდან გამოსახსნელად! ისე საქორთუოში, კოლხეთის ძირძველ მიწაზე იციან ჭკვიანმა ადამიანებმა ასეთი რამის თქმა: “სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობსო”!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Back to top button