გია აბაშიძე: დარჩა ვინმე, ვისაც გახარიასა და “ნაცმოძრაობის” კოალიციის არ სჯერა? პოლიტიკურად ვუსამძიმრებ პარტია “საქართველოსთვის” ამომრჩეველს, რომელსაც გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ეგონა,

,,დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც გიორგი გახარიასა და “ნაცმოძრაობის” კოალიციის არ სჯერა? პოლიტიკურად ვუსამძიმრებ პარტია “საქართველოსთვის” ამომრჩეველს, რომელსაც ეგონა, რომ გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალაა’’ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე წერს, პატიმარი სააკაშვილისა და პრემიერობიდან გაქცეული გახარიას პარტიების ალიანსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა.

,,დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც გიორგი გახარიასა და “ნაცმოძრაობის” კოალიციის არ სჯერა? პოლიტიკურად ვუსამძიმრებ პარტია “საქართველოსთვის” ამომრჩეველს, რომელსაც ეგონა, რომ გახარია ალტერნატიული პოლიტიკური ძალაა. პატიმარი სააკაშვილისა და პრემიერობიდან გაქცეული გახარიას პარტიების ალიანსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია დღეს აირჩიეს. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. „ქართული ოცნების” წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ’’ – წერს აბაშიძე.

Back to top button