„შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება კი არა, ,,ქართულმა ოცნებამ” აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ხელი შეთანხმებას ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად მოაწერა, მაგრამ როგორც ვნახეთ -რადიკალურმა ოპოზიციამ ეს შეთანხმება რადიკალიზაციის და პოლარიზაციისთვის იდეალურად გამოიყენა.
,,შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება კი არა, ,,ქართულმა ოცნებამ” აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან (1 ნოემბრის სცენარი არ უნდა განმეორდეს 3 ოქტომბერს). კარგად მესმის, რომ ეს „შეთანხმება“ მმართველმა გუნდმა ქვეყანაში სიტუაციის დასამშვიდებლად დაუშვა, მაგრამ როგორც ვნახეთ – პირიქით იმუშავა. დოკუმენტი ოპოზიციამ არევის, რადიკალიზაციის და პოლარიზაციისთვის იდეალურად გამოიყენა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო დოკუმენტის ანულირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მსგავსი შინაარსის რაიმე „ხელშეკრულება“ ისევ გაკეთდება რადიკალებსა და ოცნებას შორის, ეს ქვეყანას მხოლოდ დააზიანებს!!!’’ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook – ზე.