გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციამ“ ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა.  შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი  ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.

ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის _ ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

Back to top button