
“მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან”, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
ლევან მეხუზლას განმარტებით, მცირე მარნებისთვის ნიშანდება იქნება სავალდებულო, თუმცა საფასურს არ გადაიხდიან.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.
ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის ფალსიფიცირების პრევენცია, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით.
QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.
ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.