ყველაზე მთავრი კვლევა ეს არის არჩევნების დღე, არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს, ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი ლები ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდი პატივს სცემს IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები, დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, უშუალოდ არიან მართული ნაციონალური მოძრაობის მიერ.
“მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიმუშაო თქვენთან ერთად. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ასეთი ინტერესისთვის. მე მინდა ერთი რამ გითხრათ – დიდი ალბათობით ჩვენი მოსახლეობა გვიყურებს და ძალიან არასასიამოვნო მოსასმენია ის ყველაფერი, რაც ხდება. ჩვენს მოსახლეობას ახლა ვესაუბრები ჩვენს სამომავლო ხედვებზე – როგორ განვითარდეს ეკონომიკა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ მოვაგვაროთ ჩვენი მოქალაქეების რეალური პრობლემები. ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგიური სიტუცია – ეს არის მთავარი საზრუნავი.
რაც შეხება კვლევებს – ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. აქვე მინდ დავადასტურო – ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები, დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებადი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ, შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ს მიერ დაკვეთილი კვლევები, ვინაიდან, მათ მიერ დაკვეთილი და ადგილზე შესრულებული სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის” კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ყველაზე მთავრი კვლევა ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს. ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი ლები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.