ჩვენ გვავიწყდება, რომ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორია ჩვენი ხედვა და როგორ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე.
„მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.