სტუდენტების პროფესიული განვითარების მიზნით მინერალური რესურსების სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მემორანდუმს ხელი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა მოაწერეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე საგანმანათლებლო და პროფესიული მიმართულებით კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას. თანამშრომლობა განსაკუთრებულად მოიცავს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სააგენტოში გაიარონ პრაქტიკული სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული გამოცდილების დაგროვებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

Back to top button