ია ფარულავა: „მთავარი არხი“ სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე აღარ მუშაობს კარგა ხანია, მისი მთავარი მიზანი ემოციური ქაოსი, შიში, ნერვული აგზნება და საზოგადოების დაბნევაა

„მთავარი“ ხალხის გამო@ლევებაზე გადავიდა, – წერს მსახიობი ია ფარულავა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არსებული ფაილები გამოაქვეყნა, რომელშიც ნახსენებია საქართველოც და საუბარია 2001 წელს კოდორის ხეობაში მომხდარ ინციდენტზე. დოკუმენტის მიხედვით, ქართული მხარე აცხადებდა, რომ 28-29 ოქტომბერს რუსულმა თვითმფრინავებმა კოდორის ხეობა დაბომბეს. საპასუხოდ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ განაცხადა, რომ რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ და ეს შესაძლოა, „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები“ იყვნენ“.

მისი თქმით, „მთავარი“ სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე აღარ მუშაობს კარგა ხანია, მისი მთავარი მიზანი ემოციური ქაოსი, შიში, ნერვული აგზნება და საზოგადოების დაბნევაა.

„მთავარი“ ხალხის გამოყლევებაზე გადავიდა. ყველაფერს ისე ფუთავენ, რომ ადამიანების ფსიქოლოგიურ დამუშავებას და რადიკალურ დაზომბირებას მოერგოს. „მთავარი“ სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე აღარ მუშაობს კარგა ხანია, მისი მთავარი მიზანი ემოციური ქაოსი, შიში, ნერვული აგზნება და საზოგადოების დაბნევაა. ფუი“, – წერს ფარულავა.

Back to top button