კასპის სოფელ თელადგორში, აგარაკებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში, აგარაკებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში 1 969 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთზე მოეწყობა  რკინა-ბეტონის კიუვეტები, ეზოებში შესასვლელები და არმირებული ასფალტ-ბეტონის საფარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე დამსვენებლებისთვის.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეტაპობრივად ვახორციელებთ როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. ჩვენი მთავარი მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული გარემოს შექმნა,“ — აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Back to top button